დიპლომატიის სკოლა

VDVDVDVDVგსურს ჩააბარო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ან უბრალოდ გაინტერესებს ეს სფერო? მომავალ დიპლომათთა კლუბი გაძლევს შანსს, მიიღო როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა მხოლოდ 1 თვეში და გააკეთო სწორი არჩევანი შენი მომავლისთვის.
მომავალ დიპლომატთა კლუბი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აცხადებს IX-XII კლასის მოსწავლეების მიღებას დიპლომატიის სკოლაში. დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი პროგრამაა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროებში.
▼ ერთთვიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეები:
✎ მიიღებენ თეორიულ ცოდნას;
✎ მიიღებენ მონაწილეობას დებატებსა და მოდელირებებში;
✎ გაეცნობიან საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებების მუშაობას.
▼ საგნები, რომელსაც დიპლომატიის სკოლაში ისწავლით:
✎ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები;
✎ დიპლომატიის ისტორია;
✎ ეტიკეტი;
✎ ქართული დიპლომატიის ისტორია;
✎ საგარეო პოლიტიკის ანალიზი;
✎ ეკონომიკის საწყისები;
✎ საერთაშორისო ეკონომიკა;
✎ პოლიტიკური იდეოლოგიები.
დიპლომატიის სკოლა ოთხკვირიანი პროგრამაა, ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას და მათ გაუძღვებიან მომავალ დიპლომატთა კლუბის თანამშრომლები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორების კოორდინირებით.
პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას.
ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში გამოიყენებენ სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე.
კურსის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.
კურსის ბოლოს კი მოსწავლეები თავიანთ ცოდნას გამოიყენებენ სპეციალურად მათთვის მოწყობილ მოდელირებაში.
დიპლომატიის სკოლის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატები, ხოლო საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს.

დიპლომატიის სკოლაში მონაწილეობის საფასურია 40 ლარი. აღნიშნული თანხა ფარავს მოსწავლეების ყველა საჭირო მასალებით უზრუნველყოფას.
დიპლომატიის სკოლაში სწავლის მსურველებმა შეავსეთ აღნიშნული აპლიკაცია 10 აპრილამდე.

✔ http://goo.gl/forms/TlqZkwrMtr

⌛ დიპლომატიის სკოლაში სწავლა დაიწყება 18 აპრილს. ლექციები ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, შაბათ-კვირას 11:00-დან 15:00-მდე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
info@FDClub.ge ან FDC@FreeUni.edu.ge
555 46 69 69 ან 591 70 31 69

Author: Future Diplomats' Club

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *