საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები

ბაზალეთის სასწავლო ცენტრში 2 დღიანი სემინარი სტუდენტებისათვის „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართა. სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, უელსის სამიტის შედეგები და პერსპექტივები; საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და სხვა.
სემინარის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ, ლიტვის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა იონას პასლაუსკასმა და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა ქ-ნმა თინათინ ქაროსანიძემ. ნატო-ს თემაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საქართველოს თავსდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მოადგილეების პოლკოვნიკ გიორგი კბილცეცხლაშვილის და პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის, ასევე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის ბ-ნი მიხეილ დარჩიაშვილსათვის.
მეორე დღე მთლიანად ევროკავშირის თემატიკას დაეთმო. სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის წარმომადგენლებმა, ასევე ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ბ-ნმა კახა გოგოლაშვილმა. სემინარის ბოლოს სტუდენტებმა მოამზადეს პრეზენტაციები თემებზე: რა სარგებელი და რა სირთულეები აქვს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესს და რა უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ცნობადობა ევროკავშირის შესახებ.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო 75 სტუდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის საქართველოს თავდაცვის აკადემიის 10-მა იუნკერმა.
პროექტის მიზანი იყო ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმებისა და სამომავლო პერსპექტივების უფრო საფუძვლიანად გაცნობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებითა და საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

Author: Future Diplomats' Club

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *