დიპლომატიის სკოლის დახურვა

დიპლომატიის სკოლის დახურვა

დიპლომატიის სკოლის დახურვა

დიპლომატიის სკოლის I ნაკადის სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონია ჩატარდა.
„დიპლომატიის სკოლის ფარგლებში“ ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრები აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის უკითხავდნენ ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის შესახებ.
სკოლის ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 3-მა სტუდენტმა ჟურნალ National Geographic-ისგან საჩუქრად მიიღო ჟურნალის 1 წლის გამოცემები, ხოლო 5-მა საუკეთესო სტუდენტმა გამომცემლობა „რადარამის“ წიგნები მიიღი.
„დიპლომატიის სკოლა“ იყო ორგანიზებული თავისუფალი უნივერისტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის მიერ.

მომავალ დიპლომატთა კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მის დირექტორს, ბატონ გიორგი კეკელიძეს.

Author: mel

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *