Diplomatic Weekend – საერთაშორისო უსაფრთხოება და ტერორიზმი

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის და ისტორიის კლუბის ორგანიზებით 30-31 მაისს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება რიგით მესამე დიპლომატიური ვიქენდი. ამჯერად, ვიქენდის თემაა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტერორიზმი.

ორი დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები მოისმენენ მოქმედი ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტების და პროფესორების ლექციებს საერთაშორისო უსაფრთხოების და ტერორიზმის თემატიკაზე, ჩაერთვებიან დისკუსიებში და გაიღრმავებენ ცოდნას ამ საკითხში.

თარიღი: 30-31 მაისი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 80 ლარი.

მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში დარჩენის, სამჯერადი კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს.

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია:http://goo.gl/forms/1ijp9hJ4kY

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 25 მაისი.
ადგილები შეზღუდულია.

საკონტაქტო პირები:
რევაზ თოფურია 555 466969
გიორგი მელაშვილი 591 703169
შალვა ჩხეიძე 514 539191
FDC@freeuni.edu.ge

Author: Future Diplomats' Club

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *