გაეროს მოდელირება თელ-ავივში და სასწავლო ტური ისრაელში

გაეროს მოდელირება არის აკადემიური სიმულაცია, რომლის მიზანიცაა მიზანდასახული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, რათა ისინი დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას და თავიანთი უშუალო მონაწილეობით მიიღონ პრაქტიკული ცოდნა გაერო მუშაობის შესახებ.

თელ ავივის კონფერენციას გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის მისი სპეციფიკა, რომელიც კონცენტრირებულია არა მხოლოდ მოდელირების ჩატარებაზე, არამედ სტუდენტების მოსამზადებელ კურსზეც. იმისათვის, რომ მოდელირება იყოს წარმატებული, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მოსამზადებელ მასტერკლასებს თელ ავივის უნივერსიტეტში, რომელსაც ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური მოწვეული სტუმრები.

წელს მოდელირებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმოამდგენელი, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც მიიღებს.

თელ-ავივის გაეროს სესიები ჩატარდება JCC (Joint Cabinet Crisis)-ის მოდელის მიხედვით. შერჩეული დელეგატები ამ მოდელის უკეთ გასაცნობად და დასამუშავებლად გაივლიან ტრეინინგებს თბილისში.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:
გაიღრმავოთ ცოდნა;
შეიძინოთ გამოცდილება საერთაშორისო
ურთიერთობების საკითხებში;
გაიუმჯობესოთ მოლაპარაკებისა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის უნარები;
წარმოაჩინოთ ლიდერის უნარ-ჩვევები;
გაიცნოთ გაერო-ს მუშაობის მეთოდები და პრინციპები;
გაიცნოთ ახალგაზრდა ლიდერები მთელი მსოფლიოდან;

▼ პროგრამა მოიცავს:
• მოსამზადებელ მასტერკლასებს თბილისში;
• მასტერკლასები თელ-ავივის მოწვეული
ექსპერტებისგან;
• საკონფერენციო მასალები;
• საერთაშორისო სერთიფიკატი;
პოსტ-პროგრამა: 7-9 აგვისტო
თელ-ავივში ნაყოფიერი შრომის დასრულების შემდეგ, თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ ეწვიოთ მნიშვნელოვან, ისტორიულ ადგილებს ისრაელში და შეხვდეთ UNIFIL-სა და UNSCO-ს წარმომადგენლებს, არამედ დაისვენოთ მკვდარ ზღვაზე, დაგემოვნოთ დრუზების სამზარეულო და გაატაროთ დაუვიწყარი დრო საღამოს წვეულებებზე;
პოსტ პროგრამა მოიცავს:

7 აგვისტო – ტური ლიბანში:

• ლექცია ლიბანის, სირიისა და ისრაელის საერთაშორისო ურთიერთობებზე ახლო აღმოსავლეთის ექსპერტისგან;
• ისტორიული ექსკურსი ისრაელისა და ჰესბოლას საზღვარზე;
• შეხვედრა UNIFIL (UN Interim force in Lebanon) წარმომადგენელთან;
• გაეცნობით დრუზების კულინარიას, მათ უნიკალურ კულტურასა და ისტორიას;
• საღამოს წვეულება;

8 აგვისტო – მკვდარი ზღვის ტური:

• მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ მკვდარი ზღვა საუკეთესო ადგილია დასასვენებლად;
• წმინდა და ისტორიული ადგილების მონახულება ბეთლემში;
• შეხვედრა ადგილობრივ პალესტინელებთან;
• საღამოს წვეულება;

9 აგვისტო – მოგზაურობა იერუსალიმის ძველ ქალაქში:

• ისტორიული ქალაქის დათვალიერება გიდთან ერთად;
• ვიზიტი UNSCO-ს შტაბბინაში;
• შეხვედრა UNSCO -ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან;
• გამოსამშვიდობებელი საღამო;

სოციალური პროგრამა :
სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა მოგცემთ შესაძლებლობას განიტვირთოთ და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მსოფლიოს საუკეთესო დელეგატებთან ერთად.
პროგრამა მოიცავს გასართობ წვეულებებს სესიების დასრულების შემდეგ, „Pub Crawl“-ებს თელ-ავივის საუკეთესო ბარებში, „Pool Party“, კარნავალი და სხვა დაუვიწყარი წვეულებები.

▼პროგრამის ღირებულება: 750 ევრო
ღირებულებაში შედის:
• მოსამზადებელი კურსები თბილისში;
• საცხოვრებელი (ორჯერადი კვებით);
• შიდა ტრანსპორტირება პროგრამის ფარგლებში;
• პროგრამის მონაწილეობის საერთაშორისო სერთიფიკატი;
• საორგანიზაციო ხარჯები;
• პოსტ-პროგრამა;
• სოციალური პროგრამა;

▼რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2015 წლის 8 ივლისი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 – 9 აგვისტო
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

Author: Rezi Topuria

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *