დიპლომატიის სკოლის მესამე ნაკადის გახსნა

დღეს, 6 ივნისს, თბილისის თავისუფალ უნივერსტიტეში დიპლომატიის სკოლის მესამე ნაკადი და მეორე ეტაპი დაიწყო.
პროგრამა გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებით, ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით. ოთხკვირიანი სწავლება ხელს შეუწყობს მათ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში, რის შემდეგაც ისინი მარტივად შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას მომავალი პროფესიის შესახებ.
გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანი თინათინ ქაროსანიძე, მომავალ დიპლომატთა კლუბის საპატიო პრეზდენტი გიორგი კაციტაძე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინი ბოჯგუა. ამავე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა რეზი თოფურიამ მოკლე მისალმების შემდეგ გააცნო მოსწავლეებს კლუბის ისტორია, მათი მიღწევები და სამომავლო მიზნები.
ვიდრე მოსწავლეებს პირველი ლექცია ჩაუტარდებოდათ, პროექტის კოორდინატორების ხელმძღვანელობით მათ მოუწყვეს გაცნობითი ხასიათის ტური თავისუფალ უნივერსიტეტში. მონაწილეებმა მოინახულეს ჩინურის, არაბულისა და სპარსული ენის კაბინეტები, უნივერსიტეტის ბიბლოთეკა. ისინი დაესწრნენ ლექციებს და მოისმინეს სტუდენტების მიერ წაკითხული სპარსული პოეზიის ნიმუშებიც.
პროექტის მონაწილეებს გაცნობითი ტურის შემდეგ ჩაუტარდათ ოთხი ლექცია, მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრების: რეზი თოფურიას, შალვა ჩხეიძის, ნიკო ქელბაქიანისა და გურამ ლობჟანიძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა მოისმინეს ძირითადი თეორიები მსოფლიო დიპლომატიის ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და ქართული დიპლომატიის ისტორიის შესახებ. ახალბედა ლექტორებმა შესთავაზეს მოსწავლეებს თვალსაჩინო და პრაქტიკული მაგალითები, რამაც განაპირობა პროექტის მონაწილეთა აქტიურობა და ჩართულობა დისკუსიებსა და დებატებში. ლექციის ბოლოს ახალგაზრდებმა მიიღეს დავალებები,მოეძიებინათ ინფორმაციები სხვადასხვა თემების შესახებ, წაეკითხათ გარკვეული მასალა, რათა კარგად მომზადებულყვნენ საკვირაო სემნარებისათვს.

აქამდე ეს პროგრამა უკვე ორჯერ ჩატარდა და ჯამში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს, ამჯერად დიპლომატიის სკოლის მესამე ნაკადში და მეორე ეტაპზე 125-ზე მეტი მოსწავლეა.

იხილეთ გახსნის ფოტოები 

Author: Rezi Topuria

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *