Diplomatic Weekend – საქართველოს საგარეო პოლიტიკა XXI საუკუნეში

14-16 ნოემბერს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში მომავალ დიპლომატთა კლუბისა და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პირველი დიპლომატიური WeekEnd თემაზე „ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში“. დიპლომატიური WeekEnd ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ცნობილმა ქართველიმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა წაიკითხეს ლექციები ქართული დიპლომატიის განვლილ გზაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის წარმატებებსა და მარცხებზე, სამომავლო პერსპექტივებზე.
დიპლომატიური WeekEnd დაწყებამდე ყველა მონაწილემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ბატონ კახა ბენდუქიძეს. WeekEnd გახსნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ბატონმა პაატამ წაიკითხა ლექცია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, შემდეგ კი უპასუხა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
WeekEnd-ის მეორე დღე საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის განხილვას დაეთო. ლექციები წაიკითხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა ბადრი გელიტაშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა.
დიპლომატიური ვიქენდის მესამე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელის, ელენე ხოშტარიას მიერ განხილული იყო ქართული საგარეო პოლიტიკის წარსული, მომავალი და სამომავლო გეოსტრატეგია, ასევე ანტიანექსიური სტრატეგია. თამუნა კოვზირიძემ ისაუბრა ეკონომიკურ სანქციებზე, როგორც საგარეო პოლიტიკის მიღწევის მეთოდზე. ვიქენდი დახურა ცნობილმა დიპლომატმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ.

იხილეთ ფოტოალბომი

Author: Future Diplomats' Club

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *