ჩვენ შესახებ

მომავალ დიპლომატთა კლუბი დაარსდა 2011 წლის 28 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტების მიერ, ამგვარად მომავალ დიპლომატთა კლუბი პირველია საქართველოში სხვა მსგავს კლუბებს შორის.

კლუბის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე მოვლენების, დიპლომატიასა და დიპლომატიური საქმიანობის შესახებ. დღესდღეობით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენენ მთელ მსოფლიოზე და საქართველოზეც, ამიტომ, საჭიროა ამ მოვლენების ანალიზი. ამ მიზნით, კლუბი აწყობს პრეზენტაციებს, სემინარებს,დისკუსიებს, დებატებს და მოდელირებებს დაინტერესებული საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს სტუდენტებში განათლების დონის ზრდას.

2013 წლის 7 მაისს მოხდა კლუბის რებრენდინგი. მას შემდეგ კლუბმა ჩაატარა 50-მდე საჯარო ლექცია, ზამთრისა და ზაფხულის სკოლა. 2014 წლიდან კლუბი თანამშრომლობს გერმანიის ასპენის ინსტიტუტთან, NATO-სთან, გაეროს მსოფლიო მშვიდობის ფედერაციასთან, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან, საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.