5 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პარტნიორი ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2015 წელს დაგეგმილი პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.