გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი – (დ. 14 ოქტომბერი, 1956, ლუქსემბურგი) – მოქანდაკე, დიპლომატი. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი არის ოტო ფონ ჰაბსბურგისა და რეგინა ფონ ჰაბსბურგის მეოთხე შვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ (1976 წ., ტუტცინგი, ბავარია) გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ფილოსოფიას სწავლობდა მიუნჰენის უნივერსტეტში (1976-1978). 1978-1982 წლებში გააგრძელა სწავლა მიუნჰენის სახვით ხელოვნების აკადემიაში რობერტ იაკობსონთან და ედუარდო პაოლოცისტან. 2001 წლიდან ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2001-2005 წლებში ასწავლიდა ქ. ნოიშტადტის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში. 2005 წლიდან ბად რაიჰენჰალის აკადემიაში, ხოლო 2004 წლიდან შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის ხელოვნებას. 2009 წლის ნოემბერში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში. 2010 წლის მარტიდან გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე. 2010-2013 წლებში კი ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
ქალბატონი გაბრიელა არაერთხელ ყოფილა მომავალ დიპლომატთა კლუბის მოწვეული ლექტორი. ბოლოს მან მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტ “Diplomatic Weekend – ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში” მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს უცხოელი დიპლომატის თვალით დანახული ქართული დიპლომატიისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ ესაუბრა.
დამატებითი ინფორმაცია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგზე – http://en.wikipedia.org/wiki/Gabriela_von_Habsburg