პიტერ შმიდტი

პიტერ შმიდტი – მანჰეიმის უნივერსიტეტის10379773_10201321850608231_7850993836230535157_o (გერმანია) სრული პროფესორი და მიუნჰენის უნივერსიტეტის ასოცირებული ლექტორი. პროფესორი შმიდტი 1983 წლიდან მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების ინსტიტუტში. 1998-2002 წლებში იყო სოციალისტური პარტიის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსი.  1993-1995 წლებში ასევე ეკავა სოციალისტური პარტიის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა RAND Corporation (Santa Monica), Fondation pour les Etudes de Défense Nationale (Paris) და the Institute for Security Studies (Paris).  2008-2010 წლებში გახლდათ Queen’s University-ს პროფესორი და Royal Military College-ის მოწვეული ლექტორი. ასევე ასწავლიდა Bundeswehr University Munich-ში და უძღვებოდა სიმულაციების კურსს Cranfield University-ში. აქვს გამოქვეყნებული არაერთი ნაშრომი გერმანიის და საფრანგეთის უსაფრთხოების და იარაღის კონტროლის თემებზე, ფრანკო-გერმანულ ურთიერთობებზე, შეიარაღებულ პოლიტიკაზე, ნატოზე და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, EC/EU, WEU, CSCE/OSCE განვითარებებზე, კრიზისების მართვის ოპერაციებზე (Congo, Georgia, Afghanistan).   2014 წლის ზაფხულში  პროფესორი შმიდტი მომავალ დიპლომატთა კლუბისა და ასპენის ინსტიტუტის მოწვეული სპიკერი გახლდათ პროექტში: Security Concepts and Conflict Management: GERMANY The Roles of NATO, the UN, and the EU.
ბატონმა პიტერმა პროექტის ფარგლებში ორი ლექცია წაიკითხა:

  • Development of security concepts since the 1990s – motivations, interests and problems
  • International security institutions – competences, resources, interactions II: The UN, the EU, and the OSCE

ასევე იყო ინსტრუქტორი სიმულაციაზე:

  • Simulation exercise – the worsening of the situation in Libya

 

Author: Rezi Topuria

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published.