Free Uni Youth Ministerial

„მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე და დიპლომატია, როგორც მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი გზა“

მომავალ დიპლომატთა კლუბი და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი ასრულებს დანაპირებს და წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა: Free University Youth Ministerial
ეს პროექტი საშუალებას მოგცემთ, გაიღრმავოთ თეორიული ცოდნა და, ამავდროულად, მიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო დონეზე უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებში. ახალგაზრდა მინისტერიალი მიზნად ისახავს აგრეთვე შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პროექტის ფარგლებში, დელეგატები გადანაწილდებიან კომიტეტებში, ისინი იქნებიან ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლები (მინისტრები სხვადასხვა სფეროში) და მათ დაევალებათ, კომიტეტის თემასთან დაკავშირებით, აღნიშნული სახელმწიფოს პოზიციის დაცვა.

ამავდროულად, ქვეყნების წარმომადგენლებს, თავიანთი სამუშაო თემის გარშემო, შეეძლებათ არაფორმალური შეხვედრების გამართვა, რომელთა შედეგიც აუცილებლად აისახება საკომიტეტო მუშაობაზე. თითოეულ კომიტეტს, მუშაობის დაწყებამდე, შესაბამის თემაზე, მოკლე ლექციას წაუკითხავენ მოცემული დარგის სპეციალისტები.

ახალგაზრდა მინისტერიალი არის შესანიშნავი შანსი, წავახალისოთ კომუნიკაცია ახალგაზრდებს შორის, მივცეთ მათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და, ამავდროულად, შევაჩვიოთ ისინი განსხვავებული პოზიციების დაცვას, რაც სამომავლოდ მათ უსათუოდ კარგ სამსახურს გაუწევს.

მაგრამ, ისიც ვაღიაროთ, რომ სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა მონაწილეთა განწყობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მომავალ დიპლომატთა კლუბი, სესიის განმავლობაში, გთავაზობთ ისეთ სახალისო საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა ”რა? სად? როდის?” თამაში სესიის ფარგლებში შერჩეულ თემებზე, სადაც ერთმანეთს კომიტეტები შეეჯიბრებიან და გამარჯვებული დასაჩუქრდება კიდეც. ხოლო საკომიტეტო მუშაობის დასრულების შემდეგ, გეპატიჟებით ერთობლივ კონცერტზე, როგორც მოწვეული შემსრულებლების, ისევე დელეგატების, ორგანიზატორებისა, თუ აკადემიური ხელძღვანელების მონაწილეობით.
მოკლედ, არ გამოტოვოთ შანსი, გახდეთ ერთ-ერთი ყველაზე აკადემიური და ამავდროულად სახალისო პროექტის მონაწილენი.

თავისუფალი უნივერსიტეტის ახალგაზრდული მინისტერიალის საუკეთესო დელეგატს მომავალ დიპლომატთა კლუბი 100% დაუფინანსებს საგზურს სტამბულში. მეორე ადგილზე გასული დელეგატი მიიღებს 100%-იან დაფინანსებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გამართულ მომდევნო დიპლომატიურ ვიქენდზე, მესამე ადგილზე გასული დელეგატი 50%-იან დაფინანსებას. გარდა ამისა, ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით ჩვენი სპონსორებისგან.

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

თარიღი: 16–17–18 მაისი, 2015
სამუშაო ენა: ქართული
ასაკობრივი შეზღუდვა: 15–26
მონაწილეობის საფასური: 40 ლარი
მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის მსვლელობისას კვების, საკანცელარიო მასალებისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს.

‣დელეგატის პოზიციაზე მონაწილეობის მსურველებმა 6 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
http://goo.gl/forms/At570GpPm4

‣ჟურნალისტის პოზიციაზე მონაწილეობის მსურველებმა 6 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
http://goo.gl/forms/c9S3JdCpMd

‣კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე მონაწილეობის მსურველებმა 4 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
http://goo.gl/forms/oyGevarN88

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს 25 წლამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
info@fdclub.ge
555 46 69 69

Author: Future Diplomats' Club

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published.