ზაფხულის სკოლა – კრიზისების მართვა და უსაფრთხოება

25-26 ივლისს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ზაფხულის სკოლა თემაზე “კრიზისების მართვა და უსაფრთხოება”.

ზაფხულის სკოლის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იღებდნენ დამატებით ცოდნას მათთვის საინტერესო საკითხებზე მოწვეული სპიკერებისგან, ერთვებოდნენ დისკუსიებში და მუშაობდნენ ჯგუფებში.

11745346_797723790348258_5009131056985510879_n

ნიკა რურუა

ზაფხულის სკოლის მონაწილეებს პირველი ლექცია ნიკა რურუამ (საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (2008-2012) ) წაუკითხა. ლექციის თემა იყო “2008 წლის გამოცდილება რუსული აგრესიის დროს და გამოტანილი გაკვეთილები”. ბატონმა ნიკამ დეტალურად აღწერა ომის დროის საქართველოს მთავრობის მოქმედებები და გაამახვილა ყურადღება სწორ და არასწორ ნაბიჯებზე.  ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, დისკუსიის შემდეგ კი ბატონმა ნიკამ კლუბს სამახსოვროდ გადასცა წიგნი What Everyone In The Free World Should Know About Russia.

 

11745592_797722977015006_2490706864658799881_n

დავით სიხარულიძე

ზაფხულის სკოლის მონაწილეების მეორე სპიკერი “საქართველოს.ატლანტიკური საბჭოს” დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში (2006-2008 წ.), საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2008-2009 წ.) დავით სიხარულიძე იყო. ბატონი დავითის ლექციის თემა გახლდათ “უსაფრთხოების პოლიტიკია – თეორია და პრაქტიკა”. ლექციის შემდეგ ზაფხულის სკოლის მონაწილეებმა ბატონ დავით სიხარულიძესთან და ნიკა რურუასთან ერთად სიმულაციური ვორქშოფის ფარგლებში შეიმუშავეს სახელწმფიოს უსაფრთხოების დოკუმენტი.

 

 

11223846_797723323681638_7206582659310305557_n

სიმულაციური ვორქშოფი – სახელწმფიოს უსაფრთხოების დოკუმენტის შედგენა

10985380_797732363680734_2315481321131054415_n

თინათინ ქაროსანიძე

ზაფხულის სკოლის პირველი დღის მეორე ნაწილში მონაწილეები ტერორიზმის საფრთხეებს გაეცნენ.  მათ ლექცია  “ტერორიზმი ლიდერის გარეშე, საფრთხეები კავკასიის რეგიონისთვის” თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა თინათინ ქაროსანიძემ წაუკითხა. ლექციის ფარგლებში ქალბატონმა თინათინმა მონაწილეებს აუხსნა თუ რატომ ხდება ადამიანი ტერორისტი, როგორია დღეისათვის აქტიური ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურა, მიზანი და მოქმედების ხერხები. აღნიშნულმა თემატიკამ მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

 

 

ზაფხულის სკოლის პირველი დღის ბოლოს მონაწილეები ჯგუფურად შეუდგნენ მუშაობას კრიზისების თემატიკაზე. ოთხი ჯგუფი ოთხ აქტუალურ კრიზისს განიხილდა. ჯგუფები მუშაობდნენ სირიის, უკრაინის, ირანის და საბერძნეთის კრიზისებზე, იკვლევდნენ ამ კრიზისის გამომწვევ მიზეზებს, მთავრობის ქმედებებს, გადაჭრის გზებს და ფიქრობდნენ სამომავლო პერსპექტივებზე

პირველი ჯგუფი მუშაობს სირიის კრიზისზე

პირველი ჯგუფი მუშაობს სირიის კრიზისზე

13730_797777287009575_6798231089085118018_n

ჯგუფი მეორე – საბერძნეთის კრიზისი

 

 

 

 

მესამე ჯგუფი მუშაობს ირანის კრიზისზე

მესამე ჯგუფი მუშაობს ირანის კრიზისზე

 

 

მეოთხე ჯგუფი განიხილავს უკრაინის კრიზისს

მეოთხე ჯგუფი განიხილავს უკრაინის კრიზისს

 

 

 

 

 

 

 

 

 

11800606_798257766961527_1384789548421749490_n

ზურაბ ჯაფარიძე

ზაფხულის სკოლის მეორე დღეს მონაწილეებს ლექცია საქართველოს პარლამენტის წევრმა, ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ წაუკითხა. ლექცის დროს განხილული იყო მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები, მათი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები. ბატონმა ზურაბმა განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და გააცნო მონაწილეებს საკუთარი ხედვა თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა კრიზისებისგან თავის ასაცილებლად.

 

 

 

11811442_798259726961331_2610786937628832489_n

გიგა ბედინეიშვილი

ზაფხულის სკოლის ბოლო ლექცია საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა წაიკითხა. ლექციაზე განხილული იყო ”უსაფრთხოების ეკონომიკური ღირებულება”.

 
ზაფხულის სკოლის დასასრულს მონაწილეებმა ვორქშოფის ფარგლებში დამუშავებული პრეზენტაციები წარმოადგინეს სირიის, უკრაინის, ირანისა და საბერძნეთის კრიზისების შესახებ.

11702765_798448636942440_2753803028960999929_n

უკრაინის კრიზისის პრეზენტაცია

11229896_798449360275701_390010010489585080_n

საბერძნეთის კრიზისის პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

 

11755139_798450153608955_5988268063986128693_n

ირანის კრიზისის პრეზენტაცია

11800566_798450676942236_5224914570597628491_n

სირიის კრიზისის პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 
პროექტის ბოლოს გამოვლინდა 15 საუკეთესო მონაწილე, რომელიც გაემგზავრება უკრაინაში, ქალაქ კიევში 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლაში.
სკოლის თემაა “პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიბერალური რეფორმირების პროცესი და ახალგაზრდული მოძრაობების ფორმირება“. ზაფხულის სკოლაში უკრაინის მხარის მიერ ფინანსდება კიევში ცხოვრება, სამჯერადი კვება, პროექტში მონაწილეობის მიღება.

15 საუკეთესო მონაწილე უფასოდ მიიღებს მონაწილეობს კიევში, ზაფხულის სკოლაში

15 საუკეთესო მონაწილე უფასოდ მიიღებს მონაწილეობს კიევში, ზაფხულის სკოლაში

მომავალ დიპლომატთა კლუბი დიდ მადლობა უხდის პროექტის ყველა სპიკერს, მონაწილესა და ორგანიზატორს.

Author: Rezi Topuria

Share This Post On

Submit a Comment

Your email address will not be published.