ცივილური პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში „მომავალ დიპლომატთა კლუბის“, „ ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვბის“ და „ახალგაზრდა ლიბერალების“ ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია „საქართველოს განვითარება – სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზები“.
საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა.კონფერენციის მიზანი არის ამ ფუნდამენტურ გამოწვევებზე პოლიტიკური ძალების მოსაზრებების მოსმენა და საქართველოს განვითარების ხედვის გაზიარება.
დასწრება თავისუფალია – რეგისტრაციისთვის იხ.: https://fdclub.ge/geodevconreg